top of page

ტური სარაჯიშვილის სახლში

ქართული ღვინის ბრენდის წარმოების ისტორია სწორედ სარაჯიშვილის ქარხანაში დაიწყო. დღეს ამ ადგილს ისტორიული მუზეუმის ფუნქციაც აკისრია. კონიაკის მსუბუქი, სასიამოვნო არომატით გაჟღენთილი ბაღები და უძველესი საცავები თითქოს  გვავიწყებს აწმყოს და  იმ ეპოქაში გვაბრუნებს, როდესაც ქართული ღვინის ბრენდის წარმოება პირველ ნაბიჯებს დგამდა.

გთავაზობთ ტურს, რომელიც დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ და შეიგრძნოთ ის სული, რომელიც ქმნის ნამდვილ ქართულ ღვინის ბრენდს. გამოცდილი გიდი გიამბობთ დავით სარაჯიშვილის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდების შესახებ. ტურის მსვლელობისას ასევე შეიტყობთ, თუ როგორ იქმნებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდის მწარმოებელი კომპანია - „სარაჯიშვილის სახლი“.

ღვინის ბრენდის დეგუსტაცია კი საშუალებას მოგცემთ შეიცნოთ სასმელის მრავალფეროვანი არომატი და აღმოაჩინოთ მისი მიმზიდველობა.

ჩვენი მიზანია „სარაჯიშვილის სახლის“ ისტორია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გავაცნოთ.  ტურები  ქართულ, ინგლისურ, რუსულ და ჩინურ ენებზე ტარდება და თითოეულის ხანგრძლივობა 1 საათია.

გთავაზობთ 4 სახის ტურს:

VS  ტურის   ფარგლებში შეძლებთ დატკბეთ  5* და VS ბრენდების არომატით.

VSOP  ტური  ითვალისწინებს 5*, VS და VSOP  ბრენდების დეგუსტაციას.

XO  ტური  საშუალებას მოგცემთ დააგემოვნოთ და შეაფასოთ 5*, VS, VSOP და XO  ბრენდები.

VIP   ტურის არჩევისას საშუალება გექნებათ შეიგრძნოთ 30-წლიანი დაძველების ბრენდის უნიკალური ბუკეტი. 

ტურების ჩატარების განრიგი:

​ორშაბათი - პარასკევი 10:00 -18:00 , შაბათი  -კვირა  11:00 – 15:00

bottom of page