top of page

პროდუქტი

საუკუნოვანი გამოცდილების, ნიჭიერი ტექნოლოგების შრომისა და სრულყოფილებისკენ სწრაფვის შედეგად შეიქმნა „სარაჯიშვილის სახლის“ მდიდარი და უნიკალური კოლექცია.

ჩვენი ენოთეკა საუკუნეზე მეტი ხნის წინ შექმნილ ნიმუშებს ინახავს,  რომლებიც არა მხოლოდ აღაფრთოვანებენ ბრენდის მოყვარულებს, არამედ პროფესიონალების უდიდეს ყურადღებასაც იპყრობენ.

„სარაჯიშვილის სახლი“ღირსეულად აგრძელებს დავით სარაჯიშვილის საქმიანობას და მუდმივი შემოქმედებითი ძიების შედეგად,  ახალ და საინტერესო ღვინის ბრენდის ნიმუშებს ქმნის.

ქართული ღვინის ბრენდი უბრალო ალკოჰოლური სასმელი არ გახლავთ;  მარკის თითოეული  პროდუქტი ინდივიდუალური ისტორიით, წარმომავლობით,  ხასიათითა და გარეგნული იერით გამოირჩევა. „სარაჯიშვილის სახლის“ ნებისმიერი პროდუქტი მყუდრო გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ და საშუალებას მოგცემთ,  არა მხოლოდ ურთიერთობითა და სასიამოვნო ატმოსფეროთი დატკბეთ, არამედ ნამდვილი ქართული ბრენდის უნიკალური გემო შეიგრძნოთ.

ამჟამად „სარაჯიშვილის სახლი“  ბრენდის სამ - კლასიკურ, უნიკალურ და ვინტაჟურ ხაზს აერთიანებს.

კლასიკური ხაზის მარკების კლასიფიკაცია ფრანგული სტანდარტების მიხედვით ხდება.

უნიკალური ხაზი „სარაჯიშვილის სახლის“ გამორჩეულ პროდუქტებს აერთიანებს, რომელთა შექმნას განსაკუთრებული იდეა უდევს საფუძვლად.

ვინტაჟურ ხაზს კი განსხვავებული კონცეფცია აქვს - მისი მთავარი იდეა საკუპაჟე კომპოზიციაში კონკრეტულად ერთი წლის სპირტების გამოყენებაა.

კლასიკური ხაზი

LUXURY ხაზი

bottom of page