top of page
distilacia






kupaJi


asimilacia




mosavali



TeTri Rvino



spirtebis davargeba


სპირტების დავარგება
სპირტის დავარგება მეტად საპასუხისმგებლო პროცესია. „სარაჯიშვილის სახლი“, როგორც ერთ-ერთი უძველესი კომპანია, ტექნოლოგიის ტრადიციულ მეთოდს იყენებს. ორმაგი გამოხდის შედეგად მიღებული სპირტების დავარგება 350-400 ლიტრიან მუხის კასრებში მიმდინარეობს. პროცესი მინიმუმ სამი წელი გრძელდება. ამ პერიოდში, ახალგაზრდა სპირტი მუხის მერქნისგან ინტენსიურად შთანთქავს ექსტრაქტულ ნივთიერებებს, მათი შემდგომი დაჟანგვით კი წარმოიქმნება ის არომატი და გემო, რომელიც განასხვავებს „სარაჯიშვილის სახლის“ ბრენდს სხვა სასმელებისგან. სპირტის დავარგების პროცესში, მისი რაოდენობის დაახლოებით 3% ორთქლდება. აორთქლებულ სპირტს „ანგელოზების წილს“ უწოდებენ.
bottom of page